„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს, ჩვენი გიო აღარ გვყავს...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1767898043
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები ტოვებს 66 ანტიამერიკულ, უსარგებლო და მფლაგველ საერთაშორისო ორგანიზაციას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მისივე თქმით, კიდევ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით განხილვა გრძელდება.
„ეს გასვლები ასრულებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამერიკელებისთვის მიცემულ მთავარ დაპირებას – ჩვენ შევწყვეტთ გლობალისტი ბიუროკრატების სუბსიდირებას, რომლებიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკას და ამერიკელებს ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს“, – წერს მარკო რუბიო სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომელიც 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლას ითვალისწინებს. 66 საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით შეერთებულმა შტატებმა დატოვა, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაც მოხვდა.