თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ „ძალიან მცირედით“ არის დამოკიდებული ჰორმუზის სრუტეზე, რომლის ჩაკეტვამაც გაზისა და ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია ირანთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ.
Fox News-ის წამყვანმა, შონ ჰენითიმ რუბიოს ჰკითხა, არის თუ არა კონფლიქტის დასრულების ერთ-ერთი პირობა აშშ-ს მხრიდან სრუტეში „ნავთობის თავისუფალი დინების“ უზრუნველყოფა.
„ჩვენ ძალიან მცირედით ვართ დამოკიდებულნი ამ სრუტეებზე, ამიტომ, თუ ირანი მართლაც გადაწყვეტს იქ ბაჟის დაწესებას, ან თუ გადაწყვეტენ სრუტის უკანონოდ კონტროლს და ამის განხორციელებას შეეცდებიან, ვფიქრობ, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტი იქნება, მოისურვებს თუ არა დახმარებას“, - განაცხადა რუბიომ.
„მაგრამ ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა“, - დასძინა მან. „მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა უნდა გააქტიურდეს, მოაგვაროს ეს საკითხი და განაცხადოს, რომ ეს გაუსაძლისია - ჩვენ სწორედ ამისკენ მოვუწოდეთ მათ“.