„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
მანჩესტერში, სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმასთან კავშირში ექვსი პირი დააკავეს.
ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ იტყობინება.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ტერორისტული აქტის მომზადება, მონაწილეობა ან ხელშეწყობა.
პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდასხმის სრული სურათის დადგენას აგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ ორ ოქტომბერს მანჩესტერში, ჰიტონ პარკის სინაგოგასთან თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი სინაგოგის ტერიტორიაზე ჯერ ავტომობილით შევარდა, რის შედეგადაც ერთი პირი დაიღუპა, შემდეგ კი, ავტომობილიდან გადმოვიდა და ადგილზე მყოფ მოქალაქეებს დანით დაესხა თავს, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი მოქალაქე. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგად ის ადგილზე დაიღუპა.