„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
რადიკალური ოპოზიციის უცხოელი პარტნიორები და ანტიქართული განცხადებებით გამორჩეული პოლიტიკოსები, 4 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში ახალისებდნენ საქართველოში ხელისუფლების დამხობის პროცესს.
მიხაელ როთი, რასა იუკნევიჩიენე, მაია სანდუ, ანა ფოტიგა, მარკო მიჰკელსონი, ნატალი ლუაზო, ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვა უცხოელი აქტორები, რადიკალური ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას, რომლის მიზანიც, თავად აქციის ორგანიზატორების განცხადებითვე, ხელისუფლების დამხობა იყო, სოციალურ ქსელში მთელი დღის განმავლობაში ეხმიანებოდნენ და აქციას ღიად უჭერდნენ მხარს.
ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ გამოაქვეყნა ძალადობრივი პროტესტის ფოტოებისგან შემდგარი ბანერი წარწერით: "ყველას მზერა თბილისისკენაა მიმართული", მანამდე კი, იუკნევიჩიენე წერდა: "საქართველოს სჭირდება ჩვენი ყურადღება და მხარდაჭერა. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპროტესტო აქცია იმართება ევროპული საქართველოსთვის".
რადიკალურ ოპოზიციას მხარდაჭერა გამოუცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმაც, რომლის განცხადებით, დემოკრატიის გაჩუმება შეუძლებელია.
"ჩემი ფიქრები საქართველოს ხალხთანაა, რომლებიც თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. დემოკრატიის გაჩუმება შეუძლებელია. მოლდოვა თქვენს გვერდითაა." - აღნიშნავს სანდუ X-ზე.
ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ კი, ოპოზიციონერ აქტივისტ ანა გვარიშვილის მიერ გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით დაწერა: "რაღაც ხდება თბილისში. ქართველ ხალხს ყელში ამოუვიდა წარსულისა და მომავლის წართმევა. მათთან ერთად ვარ."
კიდევ ერთი უცხოელი აქტორი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონიც მხარდაჭერას უცხადებს რადიკალებს და წერს: "ქართველი ხალხი არასოდეს დანებდება. გაუმარჯოს თავისუფალ, ევროპულ საქართველოს!"
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ მიხაელ როთმა, საქართველოს მთავრობის მეთაურს "ეგრეთ წოდებული" უწოდა, ხოლო, მოძალადეების წინააღმდეგ გამოყენებულ სპეციალურ საპოლიციო ღონისძიებებს - სირცხვილი.
"საქართველოს მთავრობის ე.წ. მეთაური, სულ რაღაც ორი დღის წინ ცდილობდა ევროპელი ლიდერების წინაშე მნიშვნელოვან ფიგურად გამოჩენილიყო. დღეს კი მისი რეჟიმი ცრემლმდენი გაზითა და ძალადობით ომს უცხადებს საკუთარ ხალხს. რა სირცხვილია. ევროპავ, დაუდექი საქართველოს ხალხს მხარში." - დაწერა როთმა X-ზე.
ყოფილმა ევროპარლამენტარმა, რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა პარტნიორმა, ანა ფოტიგამ კი დაწერა: "ადგილობრივი არჩევნები საქართველოში. მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“, რომელიც დომინირებულია პრორუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, შაბათის არჩევნები კიდევ ერთი ტესტია იმ თვალსაზრისით, შეუძლია თუ არა ხელისუფლებას ქვეყნის მართვის შენარჩუნება.
მთავარმა ოპოზიციურმა ძალებმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობით, არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდეს ამომრჩეველს.
ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეპრესიების ფონზე, 60-ზე მეტი პოლიტიკური ლიდერის დაკავების შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეები კვლავ მტკიცედ განწყობილნი არიან გააგრძელონ საპროტესტო გამოსვლები.
თბილისში პროტესტი დაიწყო, მიუხედავად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მუქარანარევი და ისტერიული განცხადებებისა, რომელმაც დემონსტრანტებს მიუთითა, რომ შესაძლო შედეგი ხანგრძლივი პატიმრობა იქნება. მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა საპოლიციო ძალები და წყლის ჭავლი."
ხელისუფლების დამხობის მოთხოვნით მიმდინარე აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა ლიეტუვის პარლამენტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლაურინას კაშჩუნასმა, რომელმაც X-ზე დაწერა: "სამშობლოს კავშირი - ლიეტუველი ქრისტიან-დემოკრატები" დღეს ქართველებს უდგანან გვერდში - სანამ რუსული გავლენისგან არ გათავისუფლდებით და ევროკავშირისა და ნატოს ნაწილი არ იქნებით".
კაშჩუნასის განცხადება ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჟიგიმანტას პავილიონისმაც გააზიარა და დაწერა: "ჩვენ დღეს ყველანი ქართველები ვართ!"
ხელისუფლების დამხობის მიზნით გამართულ აქციას მხარი დაუჭირა ბელორუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერმა, პაველ ლატუშკამ, რომელმაც X-ზე დაწერა: "ქართველები იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის - ღირსეული, ევროპული მომავლისთვის, რომელსაც მათ ძალით ართმევენ.
ჩემი სრული მხარდაჭერა თქვენთანაა, ისევე როგორც, დარწმუნებული ვარ, ასობით ათასი ბელარუსი ადამიანის. გამარჯვება გმართებთ და გაიმარჯვებთ კიდეც."
გერმანელი აქტივისტი, იურგენ ნაუდიტი, რომელიც ასევე აქტიურად უჭერს მხარს რადიკალებს, "დროას" წარმომადგენლის, მარიკა მიქიაშვილის პოსტს აზიარებს და წერს: "ეს არის რევოლუციური ნაპერწკალი - საქართველო ცხელდება. ეს შეიძლება გახდეს "ქართული ოცნების" მმართველობის დასაწყისის დასასრული, თუ მასები მტკიცედ იდგებიან. თვალი ადევნეთ მოვლენებს; თქვენ ქმნით ისტორიას."