მამაკაცი ავტომობილს მართვის მოწმობის გარეშე 70 წელი მართავდა (უცხოეთი)

მანქანის მართვა

დიდ ბრიტანეთში მამაკაცი ავტომობილს მართვის მოწმობის გარეშე 70 წელი მართავდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

როგორც ის ამბობს, საჭესთან  12 წლიდან ზის და მართვის მოწმობის აღება არასდროს უფიქრია.

მამაკაცი პოლიციამ სუპერმარკეტის პარკინგზე გააჩერა და გაოგნებული დარჩა,როდესაც 1938 წელს დაბადებულ მოქალაქეს საჭირო დოკუმენტაცია არ აღმოაჩნდა. უფრო მეტიც, მთელი ამ წლების განმავლობაში მისი ავტომობილი პოლიციას ერთხელაც არ გაუჩერებია.

მამაკაცს საბედნიეროდ, უბედური შემთხვევა არასდროს მოსვლია. პოლიციამ ის დააკავა. 

ზოგადად, მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის მართვა სოლიდურ ჯარიმას და რიგ შემთხვევაში მართვის უფლების სამუდამო ჩამორთმევას იწვევს.

პოლიციას უფლება აქვს, ასეთ მძღოლს სატრანსპორტო საშუალებაც ჩამოართვას და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიტანოს.