მამა მდინარეში დაკარგულ შვილს ეძებდა და მდინარის ნაპირზე ბოთლში ჩადებული წერილი იპოვა - ემოციური ამბავი კანადაში მოხდა

წერილი ბოთლში

კანადაში მცხოვრები ჯეისონ ეჰლერი სამი წლის განმავლობაში ყოველდღე ეძებდა დაკარგულ შვილს და ამ ძებნის პროცესში ის შემთხვევით მდინარის პირას გადააწყდა ბოთლს, სადაც 40 წლის წინ დაწერილი შეტყობინება იდო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ჯეისონის შვილი დილანი 2020 წლის 6 მაისს ბებიის სახლიდან გაუჩინარდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის მდინარეში ჩავარდა და დაიხრჩო, თუმცა მისი გვამი ამ დრომდე ვერ იპოვეს. ერთადერთი მტკიცებულება მისი ჩექმები იყო, რომელიც მდინარის ნაპირას ეწყო. თუმცა მამას შვილის პოვნის იმედი არ დაუკარგავს და მას შემდეგ შვილის მოსაძებნად ხშირად დადის მდინარის სანაპიროზე.

ერთ დღესაც კი მდინარის ნაპირზე იპოვა ბოთლი, რომელშიც იდო წერილი: „მე ვარ 11 წლის და თუ შენ ამ წერილს იპოვი მომწერე პასუხი. წერილში მითითებული იყო ბიჭის მისამართიც“.

ჯეისონმა წერილი გამოაქვეყნა და წერილის ავტორიც ამ გზით იპოვა. მან ბოთლში შენახული წერილი 40 წლის შემდეგ დაუბრუნა პატრონს.

ჯეისონი ამბობს, რომ შვილის გაუჩინარების შემდეგ მის ცხოვრებაში მოხდა რაღაც, რამაც ის გაახარა.