აშშ-ში თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ - Reuters

აშშ დროშა

ორმა ამერიკელმა სენატორმა კონგრესს წარუდგინა ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც, ჩრდილოეთ სირიაში განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

"დემოკრატმა სენატორმა კრის ვან ოლენმა და რესპუბლიკელმა ლინდსი გრეჰემმა წარადგინეს "თურქეთის აგრესიის საწინააღმდეგო აქტი" იმ იმედით, რომ სანქციების საფრთხე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ უბიძგებს", - წერს სააგენტო.

ამასთან, სენატორები ამბობენ, ვაშინგტონმა უნდა იმუშაოს თურქეთთან დიპლომატიური გზით, რათა ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას და დემილიტარიზებული ზონის ფორმირებას თურქეთსა და სირიას შორის.