მაილი საირუსს ახალი ალბომი Pink Floyd-ის The Wall-მა შთააგონა

მაილი საირუსი

 მაილი საირუსის ახალი სტუდიური ალბომი 2025 წელს გამოვა და მისი თემატიკაა "მაილი აგრძელებს როკ-ვარსკვლავად გარდასახვას". მომღერალმა წინა ალბომი 2023 წელს გამოუშვა სახელწოდებით, ყვავილები. ალბომი უფრო ნაცნობი პოპის სურნელითა და ზაფხულის არდადეგების ვაიბით იყო გაჟღენთილი. ამ ალბომმა მაილის რამდენიმე გრემის ჯილდო მოუტანა. ახლა კი მომრერალი მზადაა, როკ-ენ-როლს დაუბრუნდეს. მაილის თქმით, მომავალი ალბომი, სავარაუდო სახელწოდებით, Something Beautiful, Pink Floyd-ის The Wall-ითაა შთაგონებული.

„ჩემი იდეა The Wall-ის გაკეთება იყო, მაგრამ უფრო მომხიბვლელი და პოპ კულტურით სავსე გარდერობით" — ამბობს მაილი Harper's Bazaar-თან ინტერვიუში

ის "უკეთეს გარდერობს" პირდაპირი მნიშვნელობითაც გულისხმობს. მაილის ტანსაცმელი სტუდიაში მიაქვს, რომ მუსიკის დასაწერად ინსპირაცია მიიღოს. Harper's-ის თანახმად, ამჟამად მომღერლის შთაგონება ტიერი მაგლერის 1995 წლის კუტურ შოუ არის. როგორც ამბობენ, მომღერალს შეუძლია ნახატი, კაბა, ფერები და ქსოვილი ხმით გადმოსცეს. 

საირუსი ალბომზე მუშაობისას თავის ბოიფრენდთან, მაქს მორანდოსთან, თანამშრომლობს. ალბომის გამოშვების პროცესში რეჟისორი პანო კოსმატოც აქტიურადაა ჩართული. კოსმატოსი ამტკიცებს, რომ მაილის ახალი ალბომი უფრო ექსპერიმენტულია, ვიდრე ის, რაც მომღერალს ოდესმე გაუკეთებია.

საირუსი ჩანაწერს აღწერს, როგორც "კონცეპტუალური ალბომი, რომელიც მუსიკის მეშვეობით ავადმყოფური კულტურის განკურნების მცდელობაა".

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სიმღერას სამკურნალო თვისებები ჰქონდეს. სიმღერები, იქნება ეს ნგრევაზე, გულისტკივილზე თუ სიკვდილზე, ისეა წარმოდგენილი, რომ გვაგრძნობინებს, ჩვენი ცხოვრების ყველაზე უსიამოვნო პერიოდებშიც არის სილამაზე. ხელოვნებაში კონტრასტი აუცილებელია", — განაცხადა მაილიმ.