ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა მისი თავისუფლების დაცვაში - ჯო ბაიდენი

ბაიდენი

ვაშინგტონი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. საგანგებო განცხადება ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.

„ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა მისი თავისუფლების დაცვაში. რუსეთი უკვე სამი წელია, აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, რუკიდან მისი წაშლის იმედით, მაგრამ რუსეთმა მარცხი განიცადა. კიევი თავისუფალია, მათ შორის, შეერთებული შტატებისა და 50-ზე მეტი ქვეყნის წყალობით, რომლებმაც გადაწყვიტეს უკრაინისთვის საჭირო დახმარების გაწევა“, – აცხადებს ჯოზეფ ბაიდენი.