ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს რომის სტატუტს, ვალდებულნი არიან სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულონ ისრაელისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავებასთან დაკავშირებით

ბორელი

ევროკავშირის მთავრობებს არ შეუძლიათ თავად აირჩიონ, დაემორჩილებიან თუ არა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელისა და „ჰამასის“ ლიდერებზე დაკავების ორდერის გაცემის თაობაზე. განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა.

მისივე თქმით, ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს რომის სტატუტს, ვალდებულნი არიან სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულონ. იგივე ვალდებულება ვრცელდება ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებზეც.