ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ნასროლმა ერთ-ერთმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია.
„სანამ ჩვენი ქვეყნები შობას ზეიმობენ, კრემლი ნგრევას ირჩევს, მიზანში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას იღებს და რაკეტით მოლდოვის საჰაერო სივრცეს არღვევს. ეს არის მოქმედებები, რომლებიც საერთაშორისო სამართალს არღვევს. მოლდოვა გმობს ამას და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას“, - დაწერა სანდუმ.
ცნობისთვის, გამთენიისას რუსეთმა მასირებული საჰაერო შეტევა განახორციელა უკრაინაზე. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, კრემლმა უკრაინა 70-ზე მეტი რაკეტითა და 100-ზე მეტი დრონით დაბომბა.
While our countries celebrate Christmas, Kremlin chooses destruction—targeting Ukraine’s energy infrastructure and violating Moldova’s airspace with a missile, actions that clearly violate international law. Moldova condemns these acts and stands in full solidarity with Ukraine.
— Maia Sandu (@sandumaiamd) December 25, 2024