1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
აღმოსავლეთ აფრიკაში, ტანზანიაში, მაღაროელმა უიშვიათესი ძვირფასი ქვის, ტანზანიტის ორი გიგანტური ნატეხი იპოვა. ქვების ჯამური ღირებულება 2,2 მილიარდი ტანზანიური შილინგია, რაც თითქმის ერთი მილიონი დოლარის (978,260 აშშ დოლარი) ექვივალენტია.
უცხოური მედია წერს, რომ ქვებს, რომლებიც 3,74 და 1,48 კილოგრამს იწონიან, მთავრობა შეიძენს.
„ვულოცავთ მას ასეთ იღბალს, მთავრობა მას შესაბამისად გადაუხდის“, - განაცხადა ტანზანიის სამთო საკითხთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ზოგიერთი გეოლოგის აზრით, უიშვიათესი ძვირფასი ქვის - ტანზანიტის მარაგი, მომდევნო 20 წლის განმავლობაში, შეიძლება, მთლიანად ამოიწუროს.