პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
ლუვრში წყლის მილის გახეთქვის შედეგად დატბორვის გამო ეგვიპტის სიძველეთა ბიბლიოთეკაში შენახული წიგნები და დოკუმენტები დაზიანდა.
მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საცავში წყალი 26 ნოემბერს აღმოაჩინეს. შედეგად, ბინძური წყლის ნაკადმა ლუვრის ეგვიპტის სიძველეთა ბიბლიოთეკაში 400-მდე ექსპონატი დაზიანდა. საუბარია „ეგვიპტოლოგიის ჟურნალებსა“ და „სამეცნიერო ნამუშევრებზე“, რომლებსაც მკვლევრები იყენებენ.
ლუვრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაზიანებული ექსპონატები მე-19 და მე-20 საუკუნით თარიღდება და „ძალიან სასარგებლო იყო თანამედროვე მეცნიერებისთვის“.
„არანაირი კულტურული მემკვიდრეობის არტეფაქტი არ დაზიანებულა. ამ ეტაპზე, კოლექციებში არ გვაქვს გამოუსწორებელი ან საბოლოო დანაკარგები“, - განაცხადა მუზეუმის ადმინისტრატორის მოადგილემ, ფრანსუა სტეინბოკმა.