რა უნდა დადოთ 2025 წლის საახალწლო სუფრაზე
1732221470
ასტანაში, სკანდალური სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა. განიხილება ყოფილი ეკონომიკის მინისტრის მიერ სასტიკად მოკლული 31 წლის ქალის საქმე.
ამ წუთებში იკითხება გარდაცვლილის მეგობარი აიდა ახმედინა. რომელმაც დაადასტურა, რომ იცოდა ბიშიმბაევი ცოლს სისტემატურად სცემდა. სალტანატ ნუკენოვას მეგობარი ჰყვება , რომ ქალს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ღამღამობით ძილის საშუალებას არ აძლევდა, 24/7-ზე აიძულებდა, მასთან ყოფილიყო და სრულიად უმიზეზოდ შეურაცხყოფას აყენებდა.
სასამართლოზე წარმოდგენილი იყო მოწმის მიმოწერა დაღუპულ ქალთან სოციალურ ქსელში, სადაც მოკლული სალტანატი მეგობარს წერს, რომ ქმრის ეშინია, რომ ბიშიმბაევს ის მანიაკალურად უყვარს, ამასთან, წერს, რომ ქმარმა აიძულა კომპრომატად ინტიმური შინაარსის ვიდეო ჩაეწერა, რათა თუ ქალი მისგან წასვლას გადაწყვეტდა, ამით დაეშანტაჟებინა.
წინა სასამართლო სხდომებზე უკვე დაიკითხა სასამართლო ექსპერტი, რომლის დასკვნაც შოკის მომგვრელია.