„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ყაზახეთში ეროვნული ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კუანდიკ ბიშიმბაევმა რამდენიმე თვის წინ მეუღლე, სალტანატ ნუკენოვა მოკლა.
სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.
ნახეთ ვიდეო ↓
სალტანატი ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა და ქმართან დაშორება უნდოდა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.
მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და ძმას დაურეკა. ასევე, მეუღლის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.
გოგონას ახლობლებმა ამბობენ, რომ ერთხელ ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი. როცა მისმა ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.
ცნობილია, რომ პოლიციამ წაშლილი ვიდეოების აღდგენა მოახერხა, სადაც ჩანს, რომ სალტანატს ქმარი სასტიკად უსწორდება. ყოფილი მინისტრი დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ცოლი არაადეკვატურად იქცეოდა.
სასამართლოზე ყოფილმა მინისტრმა დეტალურად გაიხსენა 8-9 ნოემბერს, ღამით მომხდარის დეტალები, სასამართლო პროცესი ყაზახეთის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
სასამართლოზე მოსმენების დროს ბიშიმბაევმა დანაშაული არ აღიარებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ითხოვს.