რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
კუბის დედაქალაქ ჰავანას ცენტრში, სასტუმროში აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 22 და დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კუბის პრეზიდენტის მიგელ დიაზ-კანელის თქმით, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, აფეთქება ისტორიულ, მაღალი დონის სასტუმრო „სარატოგაში“ მოხდა.
„ეს ბომბი ან თავდასხმა არ ყოფილა. ეს უბრალოდ ძალიან სამწუხარო შემთხვევაა“, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, კუბის დედაქალაქ ჰავანას ცენტრში მდებარე ცნობილი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა.