66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
მადრიდის ცენტრში, ოთხსართულიან შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო reuters-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.
შენობაში რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობდა.
ესპანეთის ხელისუფლების ცნობით, ამ წუთებში ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
მადრიდის მერის ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდას განცხადებით, დაშავებულთაგან ოთხი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათგან ერთის მდგომარეობა სერიოზულია.
მისი თქმით, აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.