VIDEO: კუბაში ერთ-ერთ სასტუმროში ძლიერი აფეთქება მოხდა

კუბა

კუბის დედაქალაქ ჰავანას ცენტრში მდებარე ცნობილ ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა 19 კი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქების შემდეგ სულ მცირე 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება. 

გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმრო „სარატოგას“ რამდენიმე სართული აფეთქდა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება გამორიცხა და აღნიშნა, რომ წინასწარი გამოძიებით, აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ გაზის გაჟონვა გახდა.

მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტები, მათ შორის ისტორიული „კაპიტოლიოს“ შენობა გადაკეტილია. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური მუშაობენ.