დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ფრონტის ხაზზე უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებამ დასავლეთის მთავრობებსა და სამხედრო ექსპერტებს შორის იმედი გააჩინა, რომ ომი შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს, - ამის შესახებ The Times-ი ბრიტანეთის მთავრობის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს აზრით, თუ კიევის წინსვლა გაგრძელდება, პუტინის ძალები დონბასიდან განიდევნებიან და 2022 წლის ბოლომდე რუსეთში დაბრუნდებიან.
გარდა ამისა, სხვა ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დაბრუნება უფრო რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი.
გამოცემის სტატიაში აღნიშნულია, რომ ბრიტანელი ექსპერტების ოპტიმიზმი არა დაზვერვის მონაცემებზე, არამედ უკრაინის არმიის წარმატებაზეა დაფუძნებული.