აშშ-ის დაზვერვა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
1778317276
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკისა და ხარკოვის ოლქებიდან დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა ჯარისკაცებს, რომლებიც მკურნალობასა და რეაბილიტაციას გადიან.
ზელენსკიმ სამხედროებს მადლობა გადაუხადა მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გამბედაობისა და გამძლეობისთვის და სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.