გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს
1764877955
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რუანდის ლიდერებმა ვაშინგტონში დონალდ ტრამპის შუამავლობით, სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ორი ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ორივე ქვეყანასთან შეთანხმებებს აფორმებს, რომლებიც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს კრიტიკულ მინერალებზე წვდომისთვის.
„დღეს საოცარი დღეა დიდი აფრიკისთვის, ამ ორი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის. მათ ბევრი რამ აქვთ საამაყო. ჩვენ ვაგვარებთ კონფლიქტს, რომელიც ათობით წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათ ბევრი დრო დაუთმეს ერთმანეთის მკვლელობას და ახლა დიდ დროს დახარჯავენ ერთმანეთთან ჩახუტებაში და შეერთებული შტატების ეკონომიკური უპირატესობის გამოყენებაში, როგორც ეს ყველა სხვა ქვეყანაში ხდება. შეერთებული შტატები იშვიათ მინერალებს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რუანდისგან შეიძენს“, - განაცხადა ტრამპმა.