კლასელები, რომლებსაც ერთმანეთი მოსწონდათ, 70 წლის შემდეგ დაქორწინდნენ - უცხოეთი

წყვილი

აშშ-ში კლასელები, რომელთაც ერთმანეთი მოსწონდათ, 70 წლის შემდეგ დაქორწინდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ელეინ ჰოლსა და როლანდ პასაროს ერთმანეთი სკოლის პერიოდში შეუყვარდათ. ისინი 1950-იან წლებში ერთ კლასში სწავლობდნენ. შემდეგ კი მათი გზები გაიყო. თუმცა, ცხოვრებამ ელეინი და როლანდი 50 წლის შემდეგ ერთმანეთს კვლავ შეახვედრა. 

როლანდის თქმით, როცა სკოლა დაამთავრა, ზედმეტად პატარა იყო იმისთვის, რომ ვინმესთან სტაბილური ურთიერთობა ჰქონოდა. შემდეგ ორივემ იქორწინა და შვილებიც ეყოლათ. ელეინი ქმარს დაშორდა, როლანდს ცოლი კი მეუღლე დაეღუპა. 

ქორწილს მათი ოჯახის წევრები, შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები დაესწრნენ. ელეინი საკურთხევლამდე შვილებმა მიაცილეს. პირველი ცეკვა წყვილმა იმავე სიმღერაზე შეასრულა, რა სიმღერაზეც სკოლის პერიოდში ცეკვავდნენ ხოლმე.