VIDEO: ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1734553956
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ტრამპმა და სტარმერმა დაადასტურეს საერთო მისწრაფება, „გააძლიერონ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის მჭიდრო ისტორიული ურთიერთობები და ერთობლივად იმუშაონ საერთო პრიორიტეტებზე“.
„ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა რუსეთის აგრესიის ფონზე და უკრაინისთვის რაც შეიძლება ძლიერი პოზიციის უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია სტარმერის ოფისის ინფორმაციაში.
როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, მხარეებმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და შეთანხმდნენ, რომ პირველივე შესაძლებლობისას შეხვდებიან.