1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გამარჯვების დღე მიულოცა და წერილი გაუგზავნა.
წერილში, რომელიც მედიაში გავრცელდა, კიმ ჩენ ინი მოსკოვის მიმართ „მტკიცე სოლიდარობას“ გამოთქვამს.
„რუსმა ხალხმა მიაღწია დიდ გამარჯვებას ომში, რომელმაც გაანადგურა ფაშიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა კაცობრიობის ბედს“, - წერს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, წერილში.
გარდა ამისა, კიმ ჩენ ინი დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები განვითარდება.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს, თუმცა, მნიშვნელოვანი მიღწევები არა აქვს. ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსეთის სამხედრო მობილიზება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილშია გააქტიურებული.