მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მიტროპოლიტი ვლადიმერ პუტინს მიმართავს

Mitropoliti

უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტი ონუფრი, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „აზოვსტალში“ ბლოკირებული უკრაინელი სამხედროების „ექსტრაქციის“ პროცედურით ევაკუაციისკენ მოუწოდებს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია მიტროპოლიტ ონუფრის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყველა დროში, სხვადასხვა ომის დროს დაპირისპირებული მხარეები პოულობდნენ ჰუმანიზმის გამოვლენის შესაძლებლობას. ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი სირიაში არაერთხელ გამოსულა შუამავლად ალყაში მოქცეული მებრძოლების ევაკუციისას. ამის გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, რომ თქვენ ქრისტიანულად დათანხმდებით მარიუპოლში უკრაინული გარნოზონისთვის ექსტრაქციის პროცედურაზე და ალყაში მოქცეულ სამოქალაქო პირებს, პოლიციელებს, მესაზღვრეებსა და სამხედროებს მისცემთ საშუალებას, გავიდნენ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ან მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე. ბევრი ქვეყანად პატივად მიიღებს, საკუთარ თავზე აიღოს შუამავლობა ამ ოპერაციაში“, – ნათქვამია ონუფრის მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტისადმი.

წერილში მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინის ნათესავი მეორე მსოფლიო ომში ლენინგრადის ბლოკადის დროს დაიღუპა.

„თქვენმა ახლობლებმა სავსებით გამოსცადეს, რას ნიშნავს ცხოვრება დიდი მიწისგან მოწყვეტილად, უწყვეტი დაბომბვის პირობებში, საკვების, წყლისა და მედიკამენტების გარეშე, როდესაც სიკვდილი შეიძლება, ნებისმიერ მომენტში დადგეს ზემძლავრი იარაღის, შიმშილის ან სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო. ასეთივე მდგომარეობაში დღეს იმყოფებიან მარიუპოლის მცხოვრებლები და მათი დამცველებიც“, – ნათქვამია წერილში.