კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა შედგა

ვიქტორ ორბანი

კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შეხვედრა შედგა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კიევში დღეს ჩავიდა. ომის დაწყებიდან დღემდე, ეს ვიქტორ ორბანის პირველი ვიზიტია უკრაინაში.

ორბანის პრესმდივნის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი უკრაინაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად და უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობების განსახილველად ჩავიდა.