4 დაღუპული და ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგული - წყალდიდობა შვეიცარიის სამხრეთ ნაწილში

წყალდიდობა შვეიცარიის სამხრეთ ნაწილში

შვეიცარიის სამხრეთით მომხდარი წყალდიდობის გამო, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის SRF-ის ცნობით, გარდაცვლილთაგან სამი ადამიანი, მაგგიას ველზე, მეწყრის შედეგად დაიღუპა.

ვალეს კანტონის პოლიციის ცნობით, ერთი გარდაცვლილი საას-გრუნდში მდებარე სასტუმროში იპოვეს. სავარაუდოდ, მამაკაცი მოულოდნელად მოვარდნილმა წყლის ნაკადმა იმსხვერპლა.