1692302192
კიევისთვის იარაღის მიწოდებით სამხედრო მოქმედებების გახანგრძლივება რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის რისკს ზრდის, მათ შორის ევროპაში - ანდრეი ბელოუსოვი

კიევისთვის იარაღის მიწოდებით სამხედრო მოქმედებების გახანგრძლივება რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის რისკს ზრდის, მათ შორის ევროპაში, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა. მისი თქმით, კიევი ფსონს ტერაქტებზე დებს.
„დამარცხების გარდაუვალობის გაცნობიერებით, კიევის რეჟიმი ტერორისტულ აქტებზე დებს ფსონს. ევროპელი სპონსორების მხარდაჭერით ის რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აფეთქებს და მშვიდობიან მოსახლეობას კლავს. უკრაინის იარაღითა და დაქირავებული მებრძოლებით მომარაგების ხარჯზე სამხედრო მოქმედებების გახანგრძლივების მცდელობები დესტაბილიზაციის საფრთხეს ზრდის, მათ შორის თავად ევროპაში. ამავდროულად, რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა კონფლიქტის მოგვარებისთვის“, – განაცხადა ანდრეი ბელოუსოვმა.