1738924285
კიდევ ერთი გამოჩენა - ქეით მიდლტონი ნაციონალურ გალერეას ესტუმრა (ფოტოები)
ქეით მიდლტონი All Souls CE-ს დამწყები სკოლის მოსწავლეებთან ერთად ლონდონის პორტრეტების გალერეას ესტუმრა. ქეითმა ვიზიტისას ახალი პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც ხუთ წლამდე ბავშვებში ემოციური ინტელექტის განვითარებას უწყობს ხელს.
ამ დღეს ქეითი კლასიკურ სამოსში იყო გამოწყობილი, მას ყავისფერი პიჯაკი Jigsaw-ს შარვალთან ჰქონდა შეხამებული, ანსამბლს კი Sézane Bruna-ს სამკაული ასრულებდა.
ცნობისთვის, გასული წლის გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ ქეითს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ ის ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა და მხოლოდ ცოტა ხნის წინ, რემისიაში მყოფი უელსის პრინცესა სრულფასოვნად დაუბრუნდა საჯარო საქმიანობას.