ილია ინჯია საგამოძიებო კომისიაზე: უმრავლესობასთან ერთად, ჩვენც და „ხალხის ძალაც“ მივიღებთ ამ კომისიაში მონაწილეობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი

ილია ინჯია

უმრავლესობასთან ერთად, ჩვენც და „ხალხის ძალაც“ მივიღებთ ამ კომისიაში მონაწილეობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იყოს გამჭვირვალე, სამართლიანი, - განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ილია ინჯიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას.

„დღევანდელი რეალობა ბერვად უფრო განსხვავდება 2012 წლის რეალობისგან. მაშინ ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა როგორც გარე, ისე შიდა ძალებს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს სუვერენიტეტს ასეთი ძლიერი პოზიცია არ ჰქონდა. დღეს ეს პოზიციები შეცვლილია და ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი ძალა აქვს“, - აცხადებს ინჯია.

პარლამენტმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“ შექმნა.