ლევან მახაშვილი საგამოძიებო კომისიაზე და „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩვენ შევეცდებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ ისტორიის ეს ნაწილი

ლევან მახაშვილი

საქართველოს ისტორიის 2003-2012 წლების მონაკვეთთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ჩვენ შევეცდებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ ისტორიის ეს ნაწილი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოს ისტორიის 2003-2012 წლების მონაკვეთთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს წინა ხელისუფლების მმართველობით რეჟიმსა და ამ რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, ჩვენ ვქმნით საგამოძიებო კომისიას, რომელიც პირველი - პოლიტიკურად შეაფასებს ამ პროცესს ლოგიკურია და მეორე - რა თქმა უნდა, შეისწავლის იმ დანაშაულებს, რომელიც დაკავშირებული იყო მაღალი თანამდებობის პირებთან და ამით ჩვენ შევეცდებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ ისტორიის ეს ნაწილი“, - განაცხადა მახაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, 2003-2012 წლებში ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესწავლის მიზნით, საგამოძიებო კომისიის კვოტები განსაზღვრა. კომისიაში 10 დეპუტატი იქნება, 5 უმრავლესობიდან და 5 ოპოზიციიდან.