1738930726
დავით მათიკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: საზოგადოების მოთხოვნაა, ამ საკითხისთვის თავისი სახელის დარქმევა, იქნება გამჭვირვალე პროცესი
![დავით მათიკაშვილი დავით მათიკაშვილი](https://primetime.ge/uploads/files/2022/02/15/3933/davit-matikashvili_w_h.jpeg)
პარლამენტის საგამოძიებო სტრუქტურა მალე ფუნქციონირებას დაიწყებს, იქნება გამჭვირვალე პროცესი, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოების მოთხოვნაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიმდინარე პროცესებს თავისი სახელი დაერქვას და დღეს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
„მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია. საზოგადოების მოთხოვნაა, ამ საკითხისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესისთვის თავისი სახელის დარქმევა. სამწუხაროდ ეს დღემდე ვერ განხორციელდა. დღეს არის სუვერენული შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის, რომ სრულად დააკმაყოფილოს საზოგადოების ეს მოთხოვნა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.