ხელჩართული ჩხუბი სერბეთის პარლამენტში - დაპირისპირება 2025 წლის ბიუჯეტის წარდგენას მოჰყვა

ხელჩართული ჩხუბი სერბეთის პარლამენტში - დაპირისპირება 2025 წლის ბიუჯეტის წარდგენას მოჰყვა

ხელჩართული ჩხუბი სერბეთის პარლამენტში. დაპირისპირება კანონმდებლებს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მილოშ ვუჩევიჩი 2025 წლის ბიუჯეტის წარდგენას ცდილობდა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ერთ-ერთ რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევაში, რომელსაც 15 ადამიანი ემსხვერპლა - მთავრობა დაადანაშაულეს და ბანერები აღმართეს, წარწერით “ხელები სისხლში გაქვთ“.

ამ ფაქტს მმართველი გუნდის აღშფოთება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე დეპუტატი დაშავდა.