ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
ამათი რევოლუცია არ გაიშვა, შეუძლებელია, ელექტრონული წესით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში თქვა, არჩევნები გააყალბესო, თან 300 ათასი ხმითო, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, ოპოზიცია ახლა თავის უთავბოლობას ახალგაზრდებს აბრალებს.
„სიგიჟეებს იძახდნენ, რაც თავიან მხარდამჭერებსაც არ სჯეროდათ. ამის დემონსტრირება იყო ის, როცა ბოლოს 18 ადამიანი მიჰყვებოდათ. რა რევოლუცია? ამ უსამშობლოების მიზანია ქვეყანა ქაოსში შეიყვანონ და დაძაბონ. მათი იდეა იყო ქვეყნის ჩამოქცევა და არშემდგარი ლიდერი, მადამ მავნებელი ხელმძღვანელობდა. საელჩოებში დარბიან, რომ რამენაირად პარლამენტში შემოსვლა „გაიპრაონ“. ქუჩების გადაკეტვა, ჩამოქცევა დააანონსეს და ბოლოს რაზე დავიდნენ? ლობიანები არ ეყო ყველას, ადგილზე ხელშეწყობა არ იყო, არც პუფებიო. ეს სიგიჟეა. შალვა ნათელაშვილი გვარამიას კარგად ეძახის და ამ კაცს რომ გაჰყვები ამ ბრძოლაში ან პუფს, უპრინციპო ნიკა მელიას, დანარჩენ უსამშობლოებს და თაღლითებს, რა გეგონათ, როგორ დამთავრდებოდა პროცესები? მათი პატრონებისგან დიდი დაფინანსება იყო და რაღაც ხომ უნდა გაეკეთებინათ? ახლა დგანან და პატრონებს წერენ, ხალხი არ გამოვიდაო. თავის უთავბოლობას ახალგაზრდებს აბრალებენ“, – განაცხადა ზარქუამ.
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732599801