კაცს აინტერესებდა რამდენი ადამიანი მივიდოდა მის დაკრძალვაზე, ამიტომ თავი გარდაცვლილად გამოაცხადა

დაკრძალვის ცერემონია

ეს უცნაური შემთხვევა ბრაზიალიაში მოხდა. 60 წლის ბალთაზარ ლემოსის ისტორიის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ბალთაზარი დამკრძალავ ბიუროში მუშაობდა, ის ხედავდა, რომ ზოგი ადამიანის დაკრძალვაზე ასეულობით ადამიანი მიდიოდა, ზოგის დასაფლავებას კი მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. 

ბალთაზარმა გადაწყვიტა დაედგინა, თავად მას რამდენი გულშემატკივარი ეყოლებოდა და რამდენი გააცილებდა უკანასკნე გზაზე. ამიტომ მან ჯერ სააავადმყოფოსთან გადაღებული ფოტო ატვირთა სოციალურ ქსელში, ხოლო მოგვიანებით, მისი გარდაცვალების ცნობა და დაკრძალვის ადგილიც გაასაჯაროვა.

ოჯახის წევრებმა ადგილობრივ საავადმყოფოს მიმართეს, სადაც ბალთაზარის არც ყოფნა და მით უფრო სიკვდილი არავინ დაადასტურა, მაგრამ განცხადებაში მითითებულ ადგილზე ოჯახის წევრებთან ერთად ბალთაზარის ნაცნობებიც მივიდნენ.

მოულოდნელად დარბაზის კარი გაიღო და ბალთაზარი გამოჩნდა. ბრალიზიელმა თავისი საქციელის მიზეზი შეკრებილებს კი აუხსნა, თუმცა მის ამ გადაწყვეტილებას ბევრმა გამართლება ვერ მოუძებნა.

სტატიაში არაფერია ნათქვამი, კმაყოფილი დარჩა თუ არა ბალთაზარი მის „უკანასკნელ გზაზე“ გასაცილებლად მისული ადამიანების რაოდენობით.