კაცმა ხელფასით დაგროვებული $3.8 მილიონი თავის ქალაქს დაუტოვა

მამაკაცი

კაცმა ხელფასით დაგროვებული $3.8 მილიონი თავის ქალაქს დაუტოვა. შემთხვევა აშშ-ის შტატ ნიუ-ჰემფშირში, ქალაქ ჰინსდეილიში მოხდა. როგორც CNN წერს, ჯეფრი ჰოლტი მიმდინარე წლის 6 ივნისს გარდაიცვალა, მისი მოულოდნელი ანდერძის შესახებ კი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

სმიტი ქალაქ ჰინსდეილიში საცხოვრებლად 1968 წელს გადავიდა. პენსიაზე გასვლამდე ის საქველმოქმედო ფონდში საქმიანობდა, სიცოცხლის ბოლო 15 წლის განმავლობაში კი, პენსიასთან ერთად, ყოველთვიურ სოციალურ დახმარებასაც იღებდა. როგორც მისი მეგობარი, ედვინ სმიტი ამბობს, ჰოლტი ბავშვთა თავშესაფარში გაიზარდა. იგი, ძირითადად, ეკონომიურად ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა, რომ კარგი შემოსავალი ჰქონდა, ფუფუნების საგნების სიყვარულით არასდროს გამოირჩეოდა. ამ ყველაფრის შედეგად, როგორც აღმოჩნდა, ჯეფრიმ თითქმის $4 მილიონი მოაგროვა და პატარა ქალაქ ჰინსდეილის დაუტოვა.

წესდების თანახმად, თანხის გამოყენება სკოლებსა და ადგილობრივ ორგანიზაციებს შეეძლებათ. აუცილებელია, რომ მათ გრანტის მისაღებად პროექტი დაწერონ და წელიწადში მაქსიმუმ $150 000 მოიპოვონ. ფონდი ჯეფრი ჰოლტის სახელობის იქნება. მისი სურვილის მიხედვით, მთლიანი თანხა "პროექტების, პროგრამებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას მოხმარდება. მთავარი ფოკუსი კი განათლება იქნება". 

ასევე ნახეთ:

სოფის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ხმის ლიდერი გახდა

ვიკის პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსის“ დატოვების შემდეგ