კაცი, რომელსაც 12 წლის ასაკში ტვინის სიმსივნე დაუდგინეს და ექიმების ვარაუდით, 1 წლის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, 30 წლის გახდა

მამაკაცი

კაცი, რომელსაც 12 წლის ასაკში ტვინის სიმსივნე დაუდგინეს და ექიმების ვარაუდით, 1 წლის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, 30 წლის გახდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

აშშ-ში მცხოვრები ორი შვილის მამას თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი 2005 წელს, 12 წლის ასაკში დაუსვეს. ურთულესი ოპერაციის შემდეგ, ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ის მაქსიმუმ 1 წელი იცოცხლებდა, თუმცა კაცმა ახლახან 30-ე დაბადების დღე იზეიმა.

ნეშვილის ჰოსპიტლის ექიმებს, რომლებიც კაცის მდგომარეობას 18 წელია აკვირდებიან, უჭირთ ახსნან რატომ არ იზრდება ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც წესით განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა.

კაცი ახლა თავადაც ჰოსპიტალში მუშაობს და სიმსივნით დაავადებული ბავშვების ოჯახებს მკურნალობისთვის საჭირო სახსრების მოძიებაში ეხმარება.