ქალმა არ იცოდა, რომ ორსულად იყო და სამსახურში იმშობიარა, რასაც სკანდალი მოჰყვა

ორსული

სინგაპურში დამქირავებლის სახლში იმშობიარა ქალმა, რომელმაც არ იცოდა, რომ ორსულად იყო.

საქმე იმაშია, რომ კანონმდებლობით, დამქირავებელმა შრომის სამინისტროს უნდა წარუდგინოს თანამშრომლის ჯანმრთელობის ცნობა. ამ მიზნით 37 წლის ქალი გამოკვლევაზე წავიდა. კლინიკიდან დაბრუნებულა ყველა საბუთი მოიტანა, მათ შორის ორსულობის ტესტი, რომელიც უარყოფითი იყო.

რამდენიმე დღის შემდეგ მოახლეს სამსახურში მუცელი ასტკივდა. იუნმა წამალი და დასვენება შესთავაზა, მაგრამ მალე ქალის ჯანმრთელობა გაუარესდა და დიასახლისმა სასწრაფო გამოიძახა. მეორე დღეს იუნმა საავადმყოფოდან დარეკა და დიასახლისს აცნობა, რომ გოგონა ეყოლა. 

იუნის თქმით, ანგრენი ყოველთვის ჭარბწონიანი იყო და დიდი ზომის ტანსაცმელი ეცვა, ამიტომ გარეგნულად ორსულობა არ ეტყობოდა. 

ამ შემთხვევის გამო დიასახლისს მშობიარობის და კლინიკის სხვა ხარჯების დაფარვა დააკისრეს. დამსაქმებელს სამედიცინო ხარჯებისთვის დაახლოებით ორი ათასი დოლარის დახარჯვა მოუწია. 

კლინიკაში ექიმები აცხადებენ, რომ ანგრეენმა შარდის ანალიზი ნამდვილად ჩააბარა და შედეგი ნამდვილად უარყოფითი იყო. ექიმის თქმით, მის პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პაციენტმა ორსულობის უარყოფითი ტესტიდან სამი თვის შემდეგ იმშობიარა.

სხვა სიახლეები