გოგა მანია საგანგებო მიმართვას ავრცელებს
1791834798
34 წლის ალექსეი ფუშტეი, რომელიც თავს ანატოლი კაშპიროვსკის შვილად ასახელებს, ნათესაური კავშირის დადასტურებას გარდაცვალების შემდეგ დნმ-ექსპერტიზის ჩატარებით გეგმავს. ამის შესახებ მან გამოცემა SHOT-ს განუცხადა.
ფუშტეის მტკიცებით, პირადი ურთიერთობის დროს ფსიქოთერაპევტი მას საკუთარ შვილად აღიარებდა და ისე ექცეოდა, როგორც ღვიძლს. ახლა მამაკაცს სურს, მამობის შესახებ წლების განმავლობაში არსებული დავა საბოლოოდ დასრულდეს.
კაშპიროვსკის სავარაუდო შვილი ვინჩაში ჩავიდა
ალექსეი ფუშტეი 9 ოქტომბრიდან უკრაინის ქალაქ ვინჩაში იმყოფება და კაშპიროვსკის ცხედრის ჩასვენებას ელოდება. მისი თქმით, ის რეგულარულად მიდის სასაფლაოზე იმ იმედით, რომ გარდაცვლილის ნათესავები დნმ-ექსპერტიზისთვის საჭირო ბიოლოგიური მასალის მოპოვებაში დაეხმარებიან.
ფუშტეის განცხადებით, გარდაცვლილის მეუღლე გულიზარი მის მიმართვებს არ პასუხობს და დაკრძალვის თარიღსაც არ ატყობინებს.
ალექსეი ფუშტეი ბორისპოლში ბავშვთა მწვრთნელად მუშაობს. მისი ისტორია ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2019 წელს გახდა, როდესაც მან განაცხადა, რომ დედამისს, სვეტლანას, ანატოლი კაშპიროვსკისთან ურთიერთობა ჰქონდა.
SHOT-ის ცნობით, სიცოცხლეში კაშპიროვსკიმ დნმ-ტესტის ნებაყოფლობით ჩატარებაზე უარი თქვა, სასამართლომ კი იძულებითი ექსპერტიზის ჩატარება არ დაუშვა. შესაბამისად, მათ შორის ნათესაური კავშირი დღემდე დადასტურებული არ არის.
კაშპიროვსკის ცხედარი უკრაინაში გადაასვენეს
შეგახსენებთ, ფსიქოთერაპევტთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია 8 ოქტომბერს მოსკოვში, ტროეკუროვოს სასაფლაოს სამგლოვიარო დარბაზში გაიმართა.
ამის შემდეგ კაშპიროვსკის ცხედარი მოსკოვიდან უკრაინის საზღვრის მიმართულებით წაიღეს. მისი დაკრძალვა ვინჩაში იგეგმება — ქალაქში, სადაც მისი მშობლები და პირველი ქორწინებიდან შეძენილი ქალიშვილი, ელენა, განისვენებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარს უკრაინაში თურქეთისა და პოლონეთის გავლით ჩაიტანენ.