საქართველოში უახლოეს დღეებში საგრძნობლად დათბება - მოსალოდნელია ოქროსფერი შემოდგომის დღეები

შემოდგომა

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +30 გრადუსამდე მოიმატებს, დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +28 გრადუსს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +25 გრადუსს მიაღწევს.

ოქტომბრისთვის უჩვეულოდ თბილი, მზიანი და სასიამოვნო დღეები გველოდება. 

„დატკბით ოქროსფერი შემოდგომით, დაე, ყოველი მზიანი დღე სიხარულისა და ბედნიერი მოგონებების მომტანი იყოს“,- წერს კობა ფარტენაძე.

✕