კარგი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ამერიკაში გამგზავრება სურს

აეროპორტი - აშშ

აშშ-ი უცხოელ მოგზაურებს, რომლებიც ქვეყანაში საჰაერო გზით შევლენ, კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელ დოკუმენტს აღარ მოსთხოვს. 

როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის მიერ მიღწეული „უზარმაზარი პროგრესი“ გახდა.

ავიაკომპანია Virgin Atlantic-ის კვლევის მიხედვით, კოვიდ-რეგულაციის გაუქმების შედეგად, მიმდინარე წელს, აშშ-ში დამატებით 5.4 მლნ ვიზიტორი ჩავა.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ინდუსტრიას სხვადასხვა კოვიდ-რეგულაციის გამო ზიანი ადგებოდა, ვინაიდან ბევრი მოგზაური თავს იკავებდა ამერიკაში გამგზავრებისგან.

გადაწყვეტილება ძალაში კვირის ბოლოდან შევა.