კალიფორნიაში სროლის შედეგად შვიდი ადამიანია მოკლული

ამერიკის პოლიცია

კალიფორნიაში, ორ ლოკაციაზე სროლის შედეგად მოკლულია შვიდი ადამიანი. ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევა სან-ფრანცისკოს მახლობლად მდებარე ქალაქ ჰალფ-მუნ-ბეიში მოხდა.

რაიონის შერიფის ცნობით, ეჭვმიტანილი, 67 წლის ადგილობრივი მცხოვრები დაკავებულია. მისი მოქმედების მოტივი უცნობია.

სროლა სოკოს ფერმაზე და სატვირთო-გადამზიდი კომპანიის ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც ფერმიდან დაახლოებით ორ მილში მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ კალიფორნიის ქალაქ მონტერეი-პარკში გასულ კვირას მასობრივ სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც შტატის გუბერნატორმა, გეივინ ნიუსამმა აღნიშნა, ჰალფ-მუნ-ბეიში მომხდარი სროლის დროს ის მონტერეის-პარკში თავდასხმის შედეგად დაშავებულების მოსანახულებლად ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

„ტრაგედია ტრაგედიის შემდეგ“, – დაწერა გუბერნატორმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.