კალიფორნიაში, მსოფლიო ჩემპიონატის ფან-ზონაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სოფლიო ჩემპიონატის ფან-ზონაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ხოსეში, მსოფლიო ჩემპიონატის ქომაგებისთვის განკუთვნილ შეკრების ადგილას, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 1 კი მძიმედ დაშავდა.

პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით, გადაკეტა ახლომდებარე ქუჩები და ის დაწესებულებები, სადაც ფეხბურთის ქომაგები მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უყურებენ.

თავდასხმის მოტივისა და ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს არ გაუსაჯაროებიათ.