1737433647
ჯო ბაიდენი: თანამდებობას ვტოვებთ, მაგრამ არა ბრძოლას
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, შეერთებული შტატების უკვე ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ენდრიუსის ბაზაზე გაემგზავრა, სადაც შეკრებილ მხარდამჭერებსა და თავისი ადმინისტრაციის წევრებს, მადლობა გადაუხადა.
„თანამდებობას ვტოვებთ, მაგრამ არა ბრძოლას“, -განაცხადა ჯო ბაიდენმა, რის შემდეგაც კალიფორნიაში გაემგზავრა.
მანამდე, უფლებამოსილების ბოლო წუთებში, ჯო ბაიდენმა წინასწარი შეწყალების კიდევ ერთი აქტი გამოსცა, რომელიც თავისი ოჯახის წევრებს ეხება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისი ოჯახის წევრები გახდნენ თავდასხმებისა და მუქარების სამიზნე და არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ ეს თავდასხმები დასრულდება.
შეწყალება ვრცელდება ბაიდენის ძმაზე, ჯეიმსზე და მის მეუღლეზე, სარა ჯონსზე, პრეზიდენტის უმცროს დაზე, მის მეუღლეზე და კიდევ ერთ ძმაზე – ფრენკზე.