ჯეიმი ფოქსს უცნობმა თავდამსხმელმა სახეში ჭიქა ესროლა, მსახიობს ნაკერები დაადეს

ჯეიმი ფოქსი

მსახიობსა და მომღერალს, ჯეიმი ფოქსს უცნობი კაცი თავს დაესხა და სახეში ჭიქა ესროლა.

57 წლის მსახიობის წარმომადგენლის თქმით, შემთხვევა ბევერლი ჰილზში, აზიურ რესტორან Mr.Chow-ში მოხდა.

"ბატონ ფოქსს რამდენიმე ნაკერი დაადეს, ის გამოჯანმრთელების პროცესშია". – ამბობს მსახიობის წარმომადგენელი.

ბევერლი ჰილზის პოლიციამ მედიას დაუდასტურა, რომ აღნიშნულ მისამართზე ეკიპაჟი გაიგზავნა.

შემთხვევას პროკურატურა გამოიძიებს, საქმე თავდასხმის მუხლით არის აღძრული.