ჯეი დი ვენსის განცხადებით, ევროპისთვის აშშ-ის ვასალად ყოფნა უსაფრთხოების სფეროში კარგი არ არის

ჯეი დი ვენსი

 აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ევროპისთვის აშშ-ის ვასალობა უსაფრთხოების სფეროში კარგი არ არის. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მან გააფრთხილა ევროპა, რომ ის უნდა გააქტიურდეს და საკუთარ თავდაცვაზე იმუშაოს, რადგან „ევროპის ქვეყნების უმეტესობას არ ჰყავს ჯარი, რომელსაც მათი დაცვა შეუძლია“.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში გამონაკლისს წარმოადგენს ბრიტანეთი, საფრანგეთი და პოლონეთი. ჯეი დი ვენსმა მოუწოდა ევროპას გააძლიეროს საკუთარი თავი.

„მე არ მინდა, რომ ევროპელებმა აკეთონ ყველაფერი ისე, როგორც ამერიკელები იტყვიან. არ მგონია, რომ ეს მათ ინტერესებშია. მე აგრეთვე არ მგონია, რომ ეს ჩვენს ინტერესებშია. ევროპას აშშ-ის ვასალად ყოფნა არ აწყობს“, - თქვა ვენსმა.