ჯასტინ ტრუდო: კანადა ძლიერ და დაუყოვნებლივ პასუხს გასცემს აშშ-ს ტარიფების დაწესებას

კნ

 კანადის ხელისუფლება ძლიერ და დაუყოვნებლივ პასუხს გასცემს აშშ-ს იმპორტირებულ პროდუქციაზე დამატებითი ტარიფების დაწესებას, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.

მისი თქმით, კანადის მთავრობის უმთავრესი მიზანი აშშ-ის „გაუმართლებელი“ ტარიფებისგან თავის არიდებაა, მაგრამ მინისტრთა კაბინეტი საპასუხო დარტყმისთვის ემზადება, თუ ტრამპი მაინც შემოიღებს ტარიფებს.

„კანადა ძალიან ძლიერ და დაუყოვნებლივ პასუხს გასცემს, როგორც ამას კანადელები ელიან“, - თქვა პრემიერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 4 მარტს მისი ადმინისტრაცია მექსიკასა და კანადას ტარიფებს დაუწესებს. მან მექსიკა და კანადა აშშ-ში ნარკოტიკების შემოდინებაში დაადანაშაულა.