ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სანაას აეროპორტში იმყოფებოდა, როცა ისრაელმა იემენის დედაქალაქში, აეროპორტზე იერიში მიიტანა - BBC

 ტედროს ადანომ გებრეისუსი

ისრაელის მიერ იემენის დედაქალაქ სანაას აეროპორტზე მიტანილი სარაკეტო იერიშის დროს, აეროპორტში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადნჰანომ გებრეისუსი გაერო-ს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

თავდასხმის დროს, თავად გებრეისუსი არ დაშავებულა, თუმცა დაშავდა იმ რეისის ეკიპაჟის წევრი, რომლითაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაციის ხელმძღვანელი უნდა გამგზავრებულიყო.

თავდასხმების სერია ისრაელმა იემენის სხვადასხვა ქალაქებზე მიიტანა. საერთო ჯამში, „ჰუსიტური“ მედიის ცნობით, დაღუპულია სამი ადამიანი და დაშავებულია 14.  დაღუპულთაგან ორი სანაას აეროპორტში დაიღუპა.

BBC-ს ცნობით, გებრეისუსი იემენში დაკავებული გაერო-ს წარმომადგენლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის იმყოფებოდა, რომლებიც „ჰუსიტებმა“ მიმდინარე წლის ივნისში დააპატიმრეს.

ისრაელის მიერ საჰაერო იერიში დაწყებამდე განცხადება გააკეთა ისრაელის პრემიერ-მინისტმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და განაცხადა, რომ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ ბრძოლას მის აღმოფხვრამდე განაგრძობენ.