იზმირის პროვინციაში ძლიერი ხანძარია - დაწყებულია ევაკუაცია

იზმირის პროვინცია

იზმირის პროვინციაში ძლიერი ხანძარია.

დასახლებებში კერები თავდაპირველად ზეითუნის ბაღებში გაჩნდა, რის შემდეგაც ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა ტყის მასივზე.

კატასტროფის ზონაში მობილიზებულია ათობით მეხანძრე-მაშველი. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია როგორც სახმელეთო ძალები, ისე ავიაცია, მათ შორის, 7 თვითმფრინავი და 8 ვერტმფრენი.

ცეცხლი უკვე მიუახლოვდა საცხოვრებელ ზონას, რის გამოც დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია.