„იუნისეფის“ ცნობით, ოქტომბერში ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების მიუხედავად, ღაზის სექტორში 9 300 ბავშვი შიმშილობს

იუნისეფი

ოქტომბრში ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების მიუხედავად, ღაზის სექტორში ათასობით ბავშვი შიმშილობის ზღვარზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას „იუნისეფი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ორი თვის განმავლობაში 9 300 ბავშვი მიიღეს, რომელთა ჰოსპიტალიზაციაც არასრულფასოვანი კვების გამო გახდა საჭირო.

„იუნისეფის“ განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი აგვისტოს მონაცემებს, როდესაც 14 000-ზე მეტი ბავშვის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, მნიშვნელოვნად ჩამორჩება, სიტუაცია კვლავ საგანგაშოა.

„შოკის მომგვრელი რიცხვია. მოთავსებული ბავშვების რაოდენობა თებერვალთან შედარებით ხუთჯერ მეტია, ამიტომ უნდა ვნახოთ, როგორ შემცირდება ეს რიცხვი. „იუნისეფს“ შეუძლია, ანკლავში გაცილებით მეტი დახმარების იმპორტირება, ვიდრე ეს ათი ოქტომბრის შეთანხმებამდე იყო, მაგრამ დაბრკოლებები რჩება. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ გაუმჯობესებას, მაგრამ კვლავ მოვითხოვთ ღაზის სექტორში ყველა არსებული გადასასვლელის გახსნას“, – განაცხადა „იუნისეფის“ წარმომადგენელმა, ტეს ინგრამმა ჟენევაში, პრესკონფერენციაზე.